საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების დარღვევით გაკოწვეულინჯარიმების ამნისტია მოხდეს.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.
"ჩვენი პირველი კანონპროექტი ეხება ამნისტიის გამოცხადებას იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც პენდემიის დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იქნა აღძრული.
არსებობს საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნანი რამდენად მართლზომიერი და კონსტიტუციასთან შესაბამისი იყო ეს საქმეები.
არის მეორე კანონპროექტიც, რომელოც ადამიანების უფრო მეტ კატეგორიას მოიცავს და ესაა ადმინისტრაციული სახდელების, ანუ ჯარიმების გაუქმება ასევე პანდემიის პერიოდში მოქმედი შეზღუდვების დარღვევაზე" - აღნიშნა ბეჟაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები