საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი, გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილმა ამხელა გზა გაიარა, რომ ჩასულიყო ვაშინგტონში და შეხვედროდა იქ მყოფ გიორგი გახარიას, ადასტურებს იმას, რომ მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ ალბათ, ერთმანეთთან განსახილველი".
"ჩვენ ვიხილეთ ფაქტები, მათ შორის, ვიდეო ფაქტები, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც ასევე გიორგი გახარია არის და მათ შორის სავარაუდოდ, შედგა შეხვედრა. ეს ადასტურებს ერთ რამეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გიორგი გახარიას გადადგომა აწყობდა "ნაციონალურ მოძრაობას", მისი დაბრუნება პოლიტიკაში აწყობს "ნაციონალურ მოძრაობას", ეს წრე შეიკრა და ამ ფაქტით დასტურდება ის ეჭვები, რაც ჩვენ გვქონდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის, რუსთავი 2- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კონსპირაციული შეხვედრა შედგა.
მასალის გამოყენების პირობები