საქართველოს პრეზიდენტი ,სალომე ზურაბიშვილი, აცხდებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმებული შეთანხმების შესრულების პროცესს აკვირდება, თუმცა დოკუმენტის ავტორის, შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გაუგია - მისივე თქმით, მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე "ტერმინებით თამაში მიდის", რომელსაც არ ეთანხმება.
მისი განმარტებით, დოკუმენტში მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სიტყვა "პაუზა" წერია და არა "შეჩერება".
"მე ჯერ შარლ მიშელისგან კრიტიკა არ გამიგია. თვითონ ვთვლი, რომ რაღაც ფორმით ვარ პასუხისმგებელი, ამიტომ ვაკვირდები ამ პროცესს. რაღაც ტერმინების თამაში მიდის, რასაც არ ვეთანხმები. დოკუმენტში წერია პაუზა და არა შეჩერება, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მე ვიცი რამდენად არის ჩვენი სასამართლო გადატვირთული, ამიტომ შეჩერება არ მიმაჩნია სწორედ. ამაზე მქონდა ამერიკის ელჩთანაც საუბარი", - თქვა ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები