სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, პარლამენტში ანგარიშშს წარადგენს და ზაზა გახელაძის საქმეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური ბერკეტები, რომ დროულად შევძლოთ თანამოქალაქეების უფლებების დაცვა"
"ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ე.წ. საოკუპაციო ხაზის კვეთის გამო არამარტო ადმინისტრაციული წესით, არამედ სისსხლის სამართლის წესით დაიწყეს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება. ამის მაგალითია ზაზა გახელაძე, რომელიც უკვე ერთწლიან პატიმრობაშია და 12 წელი აქვს მისჯილი. ასევე ირაკლი ბებუა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება ასევე უკანონო პატიმრობაში და დიახ, მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ სახელმწიფოს არ აქვს ეფექტური ბერკეტები მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოლაპარაკებებში ადამიანის უფლებების კონტექსტის მაქსიმალური წამოწევით, რომ დროულად შევძლოთ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, მოქმედი მექანიზმები ამ მიმართულებით არ არის ეფექტური და ამიტომ სახელმწიფოს სჭირდება გააძლიეროს როგორც არსებული მექანიზმები, ასევე მისი საერთაშორისო ძალისხმევა, რომ მოხდეს საოკუპაციო ძალებზე გარკვეული ზეწოლა ჩვენი თანამოქალაქეების გამოსახსნელად", - ამბობს ნინო ლომჯარია.
მასალის გამოყენების პირობები