ემზადება თუ არა ოპოზიცია კიდევ ერთი ბოიკოტისთვის - რა შეფასებები მოჰყვა ხაზარაძის განცხადებას მმართველი გუნდისა და მისი ოპონენტებისგან
პოლიტიკა - 17:15, 23 Jun, 2021     1268
მიუხედავად უამრავი მოწოდებისა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, საერთაშორისო პარტნიორებისა თუ დიპლომატების მხრიდან, რომ შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშნვა უზენაეს სასამართლში და იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაელოდოს სასამართლო რეფორმას, კანდიდატების უვადოდ დანიშნვის პროცესი მაინც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, უვადოდ დანიშნული მოსამართლეები კლანის გაძლიერებისთვის სჭირდება ხელისუფლებას და ამიტომ არ აჩერებს პროცესს. აღნიშნულ ფაქტს ეთანხმებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც და აცხადებენ, რომ მოსამართლეთა დანიშნვა სასამართლო რეფორმამდე, ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

დღეს პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - თუ დროულად არ მოხდება მოსამართლეთა დანიშნვის პროცესის შეჩერება, ის ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადაინაცვლებს. მან მოუწოდა ოპოზიციას, რომ ერთად დატოვონ პარლამენტი.

ხაზარაძის განცხადებას მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხაურებები მოჰყვა - პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ლელოს" ლიდერის ინიციატივას პოლიტიკური შანტაჟი უწოდა:
"თუ ამას არ გააკეთებთ, ჩვენ პარლამენტში აღარ ვიქნებით და არ შევალთო, ხომ არ გაგონებთ იმ პროცესს, როდესაც შეთანხმებამდე 7 თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს რადიკალური ბანაკი პოლიტიკური შანტაჟის გზით ცდილობდნენ პარლამენტის სამუშაო პროცესი დაებლოკათ" - განაცხადა თალაკვაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ პარლამენტიდან გასვლაზე გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს:

"თუ ქართული ოცნება ფუნდამენტურად დარღვევის გზას დაადგა, შესაბამისი სანქციები, წინაპირობები ექნება საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებას. ამას უკვე იხილავს ევროკავშირიც და ეს დადასტურდა სენატორების განცხადებებით, რომლებმაც თქვეს, რომ დიახ, წინაპირობები იქნება მაკროფინანსურ დახმარებებზე.
მე ავუხსნი ჩემს სტრატეგიას და ჩემ ხედვას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა ვიჩქაროთ. პირველ რიგში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც გარანტი არიან ამ შეთანხმების და შეთანხმების მესამე მხარე არიან, მათთან უნდაგავიაროთ ეს საკითხი" - განაცხადა ვაშაძემ.

ენმ-ს წევრმა აკაკი მინაშვილმა კი აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ერთიანი პოზიციის ერთგული დარჩება. მან ხაზარაძის განცხადებას ადეკვატური უწოდა:

"ბატონი ხაზარაძის რეაქცია იყო ძალიან ადეკვატური, ძალიან სწორი და ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" არაფერს გამოვრიცხავთ, ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ როგორც მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის დროს, ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ერთიანი პოზიციის მიმდევარი და ერთგული", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მინაშვილის თანაპარტიელი ზაალ უდუმაშვილი იზიარებს ხაზარაძის აზრს, თუმცა ფიქრობს, რომ ამაზე პარტია ერთობლივად უნდა შეჯერდეს. უდუმაშვილის შეფასებით, "ლელოს" ლიდერის განცხადებას დროული უწოდა:

„ეს არაა ის საკითხი, რომელზეც გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო ან პარტიის რომელიმე წევრმა ინდივიდუალურად, ამაზე პარტია უნდა ჩამოყალიბდეს. ხაზარაძის გამოსვლა იყო დროული. ვინც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, მათთვის ეს მნიშვნელოვანია. ქართულმა ოცნებამ მოატყუა ოპოზიცია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის, ევროკავშირი და აშშ, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები.

დროული იყო იმიტომ, რომ უნდა მივცეთ ძალიან მკვეთრი შეფასება იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით მართლმსაჯულების კუთხით და განსაკუთრებით იმ ოპოციურმა პარტიებმა, ვინც ხელი მოაწერა დოკუმენტს - ჩვენგან იქნება მთავარი სიგნალი, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ თავგასულობას ქართული ოცნებისას, რომელსაც დღეს აქვს ადგილი", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი თვლის, რომ ხაზარაძის განცხადებაში საღი აზრი დევს და თუ ოცნება მიშელის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, დოკუმენტი აზრს დაკარგავს:

"რაც ლელომ განაცხადა, კი, მაგაში საღი აზრი არის. ამნისტიის ნაწილში ისინი გავიდნენ ჩემი აზრით შეთანხმებიდან, ახლა არის მართლმსაჯულების ნაწილი, სადაც უკვე პრინციპში გასულები არიან, იმიტომ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერებული არ არის და ამას მოჰყვება კიდევ საარჩევნო საკითხების განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

კი, თუ ქართული ოცნება არაფერს შეასრულებს და რეალურად დარჩება მარტო ოპოზიცია, რომელიც იქნება ერთგული შარლ მიშელის დოკუმენტის, ამ დოკუმენტს არანაირი შინაარსი არ ექნება, არც რაიმე კრიზისი განმუხტვაზე იქნება საუბარი. ერთადერთი საკითხი, რომელიც იქიდან იქნება დარჩენილი და მნიშვნელოვანი 43%-იანი ჩანაწერია, რომელმაც მომავალი არჩევნები ოქტომბერში უნდა აქციოს რეფერენდუმად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი ხათუნა სამნიძე კი თვლის, რომ ულტიმატუმების ენით საუბარი არასწორია:

"ძალიან ადრეა ლაპარაკი ვინ რჩება პარლამენტში და ვინ არა, დღეს ჩვენ ვართ პარლამენტში და ნიშნავს, რომ სანამ პარლამენტში ვართ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ. მე დღეს ულტიმატუმების ენით საუბარი არ მგონია სწორი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ულტიმატუმების ენით დავიწყეთ საუბარი და დღესვე ვთქვით, რომ თუ ამას გააკეთებს "ოცნება" მე წავალ ბრძოლის ველიდან და იქიდან დავაკვირდები რას გააკეთებს "ქართული ოცნება", ეს მე სწორი არ მგონია", - თქვა ხათუნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42