სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას ბრალდებებს პასუხობს და მას დისკუსიაში იწვევს. ლომჯარიას განცხადებით, სიამოვნებით მოუსმენს ზარქუას არგუმენტებს, რომელ შეფასებებს ხედავს ის მიკერძოებულად:
„სიამოვნებით მოვუსმენ ბატონ ირაკლი ზარქუას პლენარულ სხდომაზე, ჩემი მოხსენების შემდგომ და მოვისმენ მის კითხვებს თუ არგუმენტაციას, კონკრეტულად რომელი შეფასების დროს არის სახალხო დამცველი მიკერძოებული. ვიწვევ მას დისკუსიაში, რომ განვიხილოთ მისი არგუმენტები, რომელი კონკრეტული შეფასება მიაჩნია მას მიკერძოებულად, რადგან მე მიმაჩნია, რომ ყველა ჩვენი განცხადების უკან დგას სათანადოდ შესწავლილი და არგუმენტირებული საფუძვლები. ამიტომ თუ მას ასე მიაჩნია, ვიწვევ მას, რომ პლენარულ სხდომაზე დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია,"- აცხადებს ლომჯარია.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახალხო დამცველი ოპოზიციის მიმართულებით წარმოაჩენს ანგარიშს და ოცნების წარმატებაზე არ საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






