თბილისის მერმა სამგორის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა
პოლიტიკა - 15:14, 23 Jun, 2021     776

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, სამგორის რაიონში გახსნილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული საბავშვო ბაღი, სხვა ახალ ბაგა-ბაღებთან ერთად, მაღალი სტანდარტებით მშენებლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებისას, ხარისხი უპირველესია.

„თქვენ თვითონ ნახეთ დღეს ის სტანდარტები, რაზეც ვსაუბრობ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისთვის. ეს სტანდარტები გათვალისწინებულია ყველა ბაღის მშენებლობის დროს. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ იმ 18 ახალი ბაგა-ბაღიდან, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, ყველგან ანალოგიური მიდგომა იყო. იგივე ხარისხის სამუშაოებს ჩავატარებთ მომავალშიც მსგავსი პროექტების განხორციელებისას. ამ კონკრეტულ უბანში კიდევ ორი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

N164 საბავშვო ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარეობს, 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. ბაღში დასაქმებულია 60 ადამიანი.

ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ ადილობრივ და საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერებითა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე საბავშვო სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობებისათვის.

საბავშვო ბაღის მშენებლობა ქალაქის ბიუჯეტიდან 1 203 000 ლარით დაფინანსდა.

ადგილზე მერთან ერთად იმყოფებოდნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42