მიხეილ გახელაძე ამბობს, რომ ის ხელისუფლებას კიდევ აძლევს ვადას და თუ ზაზა გახელაძე არ იქნება გათავისუფლებული, მთელი ოჯახი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადავა.
„დღეს ვგეგმავდი, რომ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც თითქმის უკვე ერთი წელია ჩემი შვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ამ ფორმით მიგვექცია ყურადღება.
ზაზა დღეს 34 წლის გახდა, ამ პერიოდში ვის არ შევხვდით, ხელისუფლებას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მაგრამ შედეგი არაფერმა არ გამოიღო. გუშინ შეგვხვდნენ სასულიერო პირები და გადმოგვცეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან. პატრიარქის მიმართ დიდი პატივისცემის გამო, მის თხოვნას ვითვალისწინებ, ასევე მეუფეებმა გვითხრეს გუშინ, რომ უწმინდესის სახელით დახმარების თხოვნაზე წერილიც იგზავნება რუსეთის პატრიარქთან. კიდევ ერთ ვადას მივცემთ ხელისუფლებას და თუ ერთ თვეში ზაზა გახელაძე არ იქნება გათავისუფლებული, მთელი ოჯახი გადავალთ ოკუპირებულ ცხინვალში“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება.
ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






