"ცხინვალში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, არც ბავშვობაში, არც დიდობაში", - ამ სიტყვებით ეხმაურება შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის "კონტრაბანდის გამო ცხინვალის ციხეში იჯდა".
"ცოტა სასაცილოა. ამაზე სერიოზულად პასუხი არ ვიცი როგორ უნდა გაგცეთ. ცხინვალში საერთოდ არ ვარ ნამყოფი, არც ბავშვობაში და არც დიდობაში. თერჯოლის მხრიდან დავდიოდით ხოლმე რაჭაში. ეს არის მოგონილი აბსურდი, სისულელე. თუ გადახედავთ წლებს, როდესაც ერგნეთის ბაზრობა და მოძრაობები იყო, მე მაშინ 19-20 წლის ჯარისკაცი ვიყავი და ქვეყანაში რა ხდებოდა 90-იან წლებში თქვენ გახსოვთ ძალიან კარგად. მაშინ ვმუშაობდი მე ბატონი ედუარდ შევარდნაძის ოჯახის დაცვაში, რიგითი ჯარისკაცი ვიყავი. ციხე კი არა, ცხინვალში საერთოდ არ ვყოფილვარ", - ამბობს გომელაური.
მასალის გამოყენების პირობები






