წინასაარჩევნოდ თაროდან ჩამოღედბული საქმე - ხელისუფლებამ მედიამფლობელებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების საქმეები ისევ გააცოცხლა. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 2 ივლისს ჩაინიკშნა.
ავთანდილ წერეთლის ადვოკატის განცხადებით, პროცესის განახლება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება.
მისი განმარტებით, ამაში როლი იმ გარემობამაც ითამაშა, რომ მისი შვილი, ვატო წერეთელი, კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელია.
"კარს მომდგარია ლამის არჩევნები. თავად ბატონი ავთოს ოჯახის წევრი, მისი შვილი, არის იმ ტელევიზიის დამფუძნებელი, რომელიც გარკვეულწილად კრიტიკულ პოზიციას იჭერს სხვადასხვა საკითხებზე, შესაბამისად, ასეთი ფიქრის საფუძველი მათ აქვთ. მოლოდინი არის ის, რომ მის ქმედებაში არანაირი ფული გათეთრება არ არის და აუცილებლად უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, - ამბობს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი.
ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ამ საქმის გააქტიურების მიზანი კრიტიკული მედიის განეიტრალებაა.
"ახლა 71 წლის კაცით დაიწყეს პირდაპირი შანტაჟი ჩემი და ჩემი არხის. მინდა, ვუთხრა ამ ხალხს, რომ გამორიცხულია, ძალიან ბევრი რამე დავკარგე, რომ ეს ტელევიზია ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ვის ტვინშიც კაგებეშნიკური შანტაჟები იხარშება, ამ არხს ნამდვილად ვერ დააჩოქებენ. ისევ ისე ძალიან ბევრი კრიტიკული გადაცემა გავა, ძალიან ბევრი მწვავე კითხვა დაისმევა, ძალიან ბევრი საგამოძიებო სიუჟეტი მომზადდება, რომელიც შეეხება ამ ადამიანების კორუფციულ საქმეებს, ფულის გათეთრებებს, კრიმინალს. პირდაპირი იერიშია ამ არხზე, რომ გააჩუმონ და დააჩოქონ, - ამბობს ვატო წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






