საცხოვრებელი ფართები დამატებით, 22 ოჯახს დაუკანონდება
პოლიტიკა - 12:56, 23 Jun, 2021     829

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 22 ოჯახს გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბინები სამგორის რაიონში მცხოვრები 15 ოჯახს, ისნის რაიონში - სამს, წყნეთში, ოქროყანაში, ნაძალადევსა და ვაკის რაიონებში კი თითო ოჯახს დაუკანონდება.

დედაქალაქის მერმა იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით განახორციელა.

„1 681 ოჯახს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცა საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, იმიტომ, რომ ეს იყო სახელმწიფო ქონებები. ის ფართები, რომლებიც ამ 1 700-მდე ოჯახს გადაეცა, თანხობრივად 225 მლნ ლარზე მეტია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ. ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და ჩვენი მხრიდან მაქსიმლური მხარდაჭერა იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერმა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბარა.

„მთელი ქალაქის მასშტაბით, იდენტიფიცირებული გვაქვს 179 შენობა-ნაგებობა. აქ არის ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე ათეული წლებია, პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. ესენია“ „ცენტრ პოინტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „სვეტი“. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ბინებს. ეს კომპანიები, რომლებიც არ და ვერ ასრულებენ თავიანთ დაკისრებულ მოვალეობას, სერიოზულ პრობლემად გადაიქცა ამ ადამიანებისთვის. დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ. ისინი, ალბათ ბოლო თეთრებს ადებდნენ ერთმანეთზე, რომ საცხოვრებელი ბინები ეყიდათ, შემდეგ კი უთხრეს, რომ მათი კორპუსი არ და ვერ აშენდება, რადგან კომპანია ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ეს პრობლემები ათეული წლებია არსებობს. მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, სადაც პრობლემები მოგვარებულია. ასეთია სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, სადაც უკვე უშუალოდ მშენებლობებია დაწყებული. იგივეა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან მიმართებაში. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული „აქსისთან“ მიმართებაშიც. „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით კი ჯერ არ მინდა გამოვაცხადო ჩვენი გადაწყვეტილება. უახლოეს მომავალში ეს თემაც იქნება მთლიანად მოგვარებული. დიდი და მასშტაბური პრობლემაა, 6 ათასზე მეტ ოჯახზეა საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42