მოვუწოდებთ ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული - სენატი
პოლიტიკა - 10:56, 23 Jun, 2021     1022

აშშ-ს სენატმა საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია გამოსცა, რომელშიც ოპოზიციურ პარტიების მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში ასევე მოწოდებაა მმართველი გუნდის მისამართით, ჩაატაროს სისტემური რეფორმები:

"სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც სათავეში პარტია „ქართული ოცნება“ უდგას, ჩაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

სენატი მოუწოდებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ 19 აპრილის შეთანხმებას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მედიაციით იქნა მიღწეული. ასევე მოვუწოდერბთ ყველა პარტიას, ითანამშრომლონ ერთმანეთთან კეთილი ნებით, რათა შეთანხმების სულისკვეთება დაცული იქნას.

მოუწოდებს ყველა პარტიას და პარლამენტის წევრებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, კერძოდ COVID – 19 პანდემიაზე, დასუსტებული ეკონომიკასა და შემდგომ მნიშვნელოვან დემოკრატიულ რეფორმებზე.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც სათავეში პარტია "ქართული ოცნება" უდგას, ჩაატაროს სისტემური რეფორმები, რომლებიც შემუშავებულია ინკლუზიური და გამჭვირვალე კონსულტაციების პროცესით, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, რათა უზრუნველყოს, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამსახურებაზე დაფუძნებული და დამოუკიდებელი და არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ან პარტიული მიზნებისთვის, მათ შორის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად და ამგვარი კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო რეფორმა სრულად უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება.

გამოთქვამს შეშფოთებას, რომ დემოკრატილი რეფორმების გატარებასა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პოროცესში არსებული პრობლემები ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში" - ნათქვამია რეზოლუციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42