აღარც ლაპარაკის თავი მაქვს, აღარც დგომის და ყოფნის ძალა... რა უკიდურეს ზომებს მივმართავ, მართლა აღარ ვიცი - ზაზა გახელაძის დედა
საზოგადოება - 21:32, 22 Jun, 2021     1395

ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, დღეს პრემიერი ღარიბაშვილი დატყვევებული ახალგაზრდის მამას - მიხეილ გახელაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ის ადმინისტრაციაში მიიღო და პირისპირ ესაუბრა.

რა შინაარსის იყო ეს საუბარი გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება გახელაძეებს ზაზა გახელაძის სახლში დაბრუნებას 31 მაისამდე პირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

"დღემდე ყველაფერი უშედეგოა, შვილო, ჩვენი, აქციაც და სუყველაფერი.. დღეს ჩემი დათოს დაბადების დღეა, ხვალ ზაზასი. არ ვიცი, რა გითხრათ, თავგზა მებნევა, არაფერი აღარ ვიცი. ხვალ აქციასაც ვგეგმავთ, მაგრამ შედეგი რას ექნება, ეს უკვე მეორე საკითხია. თითქმის ერთი წელიწადია ვთხოვ ხელისუფლებას, ყველას ვთხოვ რომ ჩემი უდანაშაულო შვილი დაბრუნებულიყო, მაგრამ დღემდე შედეგი არაფერი არ არის და არ ვიცი. აღარც ლაპარაკის თავი მაქვს, აღარც დგომის და ყოფნის ძალა მაქვს და არ ვიცი, რა უკიდურეს ზომებს მივმართავ მართლა აღარ ვიცი.. ღმერთს მივანდეთ უკვე ჩვენი ბედი, რა იქნება, არ ვიცი, - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

ცნობისთვის, ზაზა გახელაძის ოჯახს ამ წუთებში გორისა და ატენის მეუფე ანდრია და კასპისა და სამთავისის მეუფე დამიანე ხვდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42