დავით სერგეენკო: არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად
პოლიტიკა - 17:02, 22 Jun, 2021     1110

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა იმ კოლეგებს, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ვაქცინაციის შეფერხების თაობაზე გამოთქვეს მოსაზრებები.

ვიცესპიკერმა განმარტა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მართლაც იყო შეფერხება, „არ არის ეს შეღავათი, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ, 2541 ადამიანს, ვისაც ხარვეზი შეექმნა განმეორებით ვაქცინაციაზე, გააგებინეს წინასწარ და მათი ჯავშანი გადავიდა დღევანდელ და ხვალინდელ დღეებზე. გუშინ გამოვიდა მინისტრი და ბოდიში მოიხადა ამის შესახებ, დღეს გამოვიდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი და ძალიან დეტალური ინსტრუქცია - მოხსენება გააკეთა ამის თაობაზე. ეს ომია, საუკუნეში ერთხელ ხდება ასეთი რამე და გთხოვთ, რომ დაანებეთ თავი ამ საკითხის პოლიტიზირებას,"-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ობიექტური სურათის დასანახად, მან კოლეგებს ერთი დღე-ღამით კლინიკაში ან ლოჯისტიკის სამსახურის სადისპეჩეროებში მორიგეობა შესთავაზა. „გულწრფელად მჯერა, რომ იქ გატარებული ნახევარი დღის მერე სხვა თვალით დაინახავთ ამ ყველაფერს და მნიშვნელოვნად შეგეცვლებათ შეხედულება".

ვაქცინაციის შემდგომი გეგმის შესახებ დავით სერგეენკო პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა ინტენსიური ვაქცინაციის ეტაპზე გადადის. „როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ვაქცინის 1 მილიონ დოზას ველოდებით და ივლისის განმავლობაში ჯამურად 3 მლნ 200 ათას დოზა შემოვა. ეს მართლა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნელა მიმდინარე პროცესი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაჩქარდეს და მაქსიმალურად შევძლოთ ამ შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა, და რაც მთავარია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა.

გავიმეორებ, რომ არის თემები, რომლებიც არ შეიძლება გამოიყენოთ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42