20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული მანამ, სანამ თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში - ანი წითლიძე
პოლიტიკა - 14:04, 22 Jun, 2021     950

„20 ივნისი ჯერ არ არის წარსული და არ იქნება წარსული მანამ სანამ თქვენ, კოლექტიური როდიონოვები იქნებით ხელისუფლებაში და ქართველი საზოგადოებისთვის და ქართველი ხალხისთვის სულ ერთია ვინ ვის გადააბრალებს 20 ივნისის სისხლიან ღამეს. თქვენ არ გაქვთ ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხი. რატომ მისცეს იმ დღეს პოლიციელებს ქართველი ხალხისთვის სასროლად დათვის მოსაგერიებელი ტყვიები, რომელიც არ შედის სპეცრაზმის ყოველდღიურ შეიარაღებაში. და რაც არ უნდა სცადოთ თქვენ ამ ამნისტიით ამ სისხლის ჩამორეცხვა, მაინც ვერ მიაღწევთ იმას, რომ გადაწეროთ ისტორია",- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიისთვის.

„20 ივნისი არ არის და არ იქნება წარსული მანამ, სანამ თქვენი ხელისუფლების ერთი წარმომადგენელი მაინც იქნება ხელისუფლებაში. ცოტა ხნის წინ ამერიკის ელჩმა გითხრათ, რომ ადგილობრივი არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიისთვის. მე გეტყვით უფრო მეტს, ეს არჩევნები იქნება ეროვნული ღირსების არჩევნები, როდესაც თქვენ მოგიწევთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ოპოზიციაში წასვლა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება 20 ივნისი წარსული", - განაცხადა ანი წითლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42