ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია რომ იყოს დღეს დასავლური სანქციების ნაწილი, ალბათობა, რომ გაგრძელდეს გატაცებები იქნებოდა ბევრად ნაკლები - კანდელაკი
პოლიტიკა - 12:54, 22 Jun, 2021     883

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომ ხელისუფლებამ ყველა ფორმატში წამოჭრა ზაზა გახელაძის და საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი ოკუპანტების მხრიდან.

კანდელაკის თქმით, თუ ეს საკითხი ხელისუფლებამ ყველა ფორმატში წამოჭრა, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, როგორც გატაცებების პრევენციული მექანიზმი, უნდა იყოს ასევე ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთზე დაკისრებულ სანქიცების პაკეტებში.

კანდელაკი მიმართვას ზალკალიანს კითხვით, თუ რატომ არ იაქტიურა საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე და არ გაუგზავნა ევროკავშირს, აშშ-ის სენატს, მის მოქმედ და ყოფილ მთავრობას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, როგორც პრევენციული მექანიზმი ოკუპანტების მხირდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნებოდა გარანტია, თუმცა ყველა რუსი ჯარისკაცის თუ მოხელის ამ სიაში შეტანა და მისი საერთაშორისო დონეზე ამოქმედება რუსეთზე დაკისრებული სანქციების პაკეტში შეტანით იქნებოდა მნიშვნელოვანი პრევენცია, რომ გატაცებები აღარ გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მწვავედ დგას ოკუპანტის მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცების საკითხი, მათ შორის არაოკუპირებული ტერიტორიიდან, ამ დანაშაულებებს უკვე შეეწირა საქართველოს არაერთი მოქალაქე და ახლა მწვავედ დგას ზაზა გახელაძის საკითხი, რომელიც არის გამომწყვდეული ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორც ვიცით, არც თუ ისე კარგ მდომარეობაში. ძალიან განიცდის, სამართლიანად რათქმაუნდა და უკმაყოფილოა მისი ოჯახი და აგერ, რამდენიმე დღის წინ, ბატონმა ზალკალიანმა განაცხადა, რომ ყველა ფორმატში წამოჭრა საქართველომ ზაზა გახელაძის საკითხი.

მინდა გამოვეხმაურო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ზალკალიანს და კითხვით მივმართო ქართული ოცნების ხელძღვანელობას, თუკი მათ ყველა ფორმატში წამოჭრეს გახელაძის და ჩვენი მოქალაქეების გატაცების საკითხი და მართლაც, რაღაც სამუშაო, საშუალო დონის სამიტებში მათ ეს წამოჭრეს, არ უარვყოფ ამას, მაგრამ რატომ არ არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, როგორც ამ გატაცებების პრევენციული მექანიზმი, შესული ევროკავშირის და აშშ-ის რუსეთზე დაკისრებულ სანქციების პაკეტებში. რატომ არ მიმართა თხოვნით, ევროკაშირის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმისათვოს, რომ ევროკავშირის საბჭოს, ჯერ საგარო საქმეთა მინისტრების ფორმატში, შემდეგ უკვე მთავრობების და სახელმწიფო მეთაურების ფორმატში განეხილა და შეეტანა სანქციებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.

რატომ არ მიმართა საქართველომ თხოვნით შეერთებულ შტატებს, მათ შორის სენატორებს და რათქმაუნდა აშშ-ის როგორც წინა, ისე ამჟამინდელ მთავრობას მთელი ამ წლების განმვალობაში, რომ იმ არაერთ და არაორ პაკეტში მტკივნეული სანქციებისა, რომელიც დააკისრა აშშ-მ რუსეთს, შეეტანათ ოთხოზორია ტატუნაშვილის სია.

ბოლოს, რატომ არ შეიტანა საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ის რუსი მოხელეები, სამხედროები თუ სხვები, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მაგალითად ბატონი ოთხოზორიას მკვლელობის მომენტში ან მონაწილეობდნენ ამ მკვლელობაში ირიბად, ან იმყოფებოდნენ უშუალოდ დანაშაულის ადგილზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემთხვევაში, ასევე იყვნენ პასუხისმგებელი იმ დაწესებულებაზე ან ტერიტორიაზე, სადაც მოხდა ეს დანაშაული.

ამ რუსი მოხელეების სია, ჯერ კიდევ გიორგი გახარიას შსს მინისტრობის დროს, ევროპულმა საქართველომ, ჩვენ მივაწოდეთ გახარიას, მაგრამ ქართულ ოცნებას არათუ არაფერი გაუკეთებია, იმისათვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შესულიყო სანქციებში, არამედ პირიქით, როცა ჩვენ რეზოლუცია შევიტანეთ პარლამენტში, ქართულმა ოცნებამ ფანატიკური წინააღმდეგობა გაუწია და ბრიფინგიც კი ჩაატარა პარტიის ოფისში ბატონმა ვოლსკიმ, თუ რატომ არ შეიძლებოდა დასავლურ სანქციებში, ჩვენი ოკუპაციის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა.

ეს სია რომ იყოს დღეს დასავლური სანქციების ნაწილი, მაშინ რათქმაუნდა გარანტია არაფრის გვექნებოდა, მაგრამ ალბათობა, რომ გაგრძელდეს ეს გატაცებები იქნებოდა ბევრად ნაკლები, რადგან ყოველ რუს მოხელეს, რომელიც ამ დანაშაულში მონაწილეობს, ეცოდინებოდა, რომ იგი იქნებოდა შეტანილი ამ სიაში და მას რიგი შეზღუდვები ექნებოდა“ - განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42