"მოქალაქეები" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ 21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილ ლოჯისტიკურ პრობლემასთან დაკავშირებით პასუხი ვიღაცამ უნდა აგოს.
"მანდაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?", - პლენარულ სხდომაზე დასვა კითხვა ელისაშვილმა.
"რომ მივიდნენ და სახლში რომ გაუშვეს, წინასწარ მაინც ეთქვათ, მაინც დაერეკათ ამ რეგისტრირებული ადამიანებისთვის, რომ სადღაც ქალაქის ერთი ბოლოდან არ მოსულიყვნენ მეორე ბოლოში. ხომ იცოდნენ, რეგისტრირებული ადამიანები ვინ იყვნენ? ამ მავნებლობის გამო, ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? ზრდილობის გულისთვის მაინც ვიღაცა არ უნდა გადადგეს, ბოდიში ვიღაცამ არ უნდა მოიხადოს? თუ მანდაც ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, ის დოზები მოიპარა და დამალა?", - განაცხადა ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






