დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდების პროცესში სერიოზული შეფერხება შეიქმნა, რომელიც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 4-5 ათასამდე "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტია:
"მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდგომ, მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე. ჯერ ივნისის დასაწყისში და შემდეგ დადასტურება იქნა, რომ მოგვეწოდებოდა ივნისის 22-ში. მოხდა ისე, რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ შეგვექმნა დაახლოებით 4-5 ათასამდე "ასტრაზენეკას" ვაქცინის დეფიციტი.
პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს "ასტრაზენეკასი". ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოვა 43 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა"- განაცხადა გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






