პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
იგი ამბობს, რომ ქვეყანა პარალიზებულია და ხალხი ისე გაღატაკდა, რომ ძირითადი საკვები მხოლოდ პური გახდა, ხოლო ადამიანების გაკოტრების ხარჯზე მხოლოდ ბანკები მდიდრდებიან.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება საკუთარ მონოპოლიებზე ფიქრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პრემიერის მიერ დაანონსებული 10-წლიანი ეკონომიკური გეგმასაც ეხმაუჯრება და აცხადებს, რომ წელსაც, წინასაარჩევნოდ, ფულის დარიგების მაშტაბური ოპერაცია იგეგმება:
"თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი!
- აი ეს თანხა გადაუხადეს ბანკებს ადამიანებმა მარტო მაისში!
პროცენტებით, ჯარიმებში, ვალუტით ვაჭრობაში და მომსახურებაში!
ანუ, მაშინ როდესაც, მილიონორასიათასი ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა დარეგისტრირებული;
ასსამოცდაათმა ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და დაკარგა სამშობლო;
ქვეყანა პარალიზებულია და ხალხი ისე გაღატაკდა, რომ ძირითადი საკვები მხოლოდ პური გახდა, ადამიანების გაკოტრების ხარჯზე მხოლოდ ბანკები მდიდრდებიან.
რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მხოლოდ საკუთარ მონოპოლიებზე ფიქრობს. ხოლო მათი მადები რომ არასოდეს კმაყოფილდება, ეს ბოლო ციფრებიც სწორედ ამის დასტურია:
760 მილიონი ლარი - ბანკების წმინდა მოგება წლის დასაწყიდსიდან;
180 მილიონი ლარი - მაისში;
შემოსავალი, მარტო მაისში - 500 მილიონი ლარი!
ამ ყველაფრის პარალელურად კი, პრემიერი ღარიბაშვილმა ათწლიანი ეკონომიკური პროგრამა დააანონსა და მის განსახორციელებლად 100 მილიონი ლარიც გამოიყო, რეგიონებში წასახალისებლადო...
რეალურად კი, ეს ნიშნავს იმას, რომ წელსაც, წინასაარჩევნოდ, ფულის დარიგების მაშტაბური ოპერაცია იგეგმება.
რადგან არავინ იცის ეს ფული სად და როგორ დაიხარჯება. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მთლიანად შესყიდვა და ხალხის გაკოტრება ხდება...
და კიდე, ათწლიან გეგმას რომ წერ და ამას ისევ ნათია თურნავას აჟღერებინებ, ადამიანს, ვინც გაძარცვის, გაყიდვის და კლანებზე მსახურების მეტი არაფერი იცის, ე.ი. ცვლილების რესურსი არ გაქვს და არც გეგმავ.- წერს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






