დაბალი შემოსავლის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგები იწურება
COVID-19 - 08:57, 22 Jun, 2021     1296

დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების დიდ ნაწილს, რომელიც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს "კოვაქსის' სქემის საშუალებით იღებს, პროგრამის გასაგრძელებლად საჭირო დოზები არ აქვს, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ჯანმოს უფროსი მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის თქმით, კოვაქსის პროგრამის ფარგლებში 131 ქვეყანას ვაქცინების 90 მილიონი დოზა მიაწოდეს, მაგრამ ეს მოსახლეობის ვირუსისგან დასაცავად საკმარისი არ არის.

"თუ ჩვენ გადავხედავთ იმას, რასაც ქვეყნებიდან ყოველდღიურად ვისმენთ, ნახევარზე მეტს მარაგი ამოეწურა და ვაქცინას ითხოვს," - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დეფიციტის შესავსებად ზოგიერთმა ქვეყანამ ალტერნატიული გზების გამონახვა სცადეს.

"კოვაქსის" თავდაპირველი მიზანი ქვეყნებისთვის, 2021 წლის ბოლოსთვის, ვაქცინების ორი მილიარდი დოზის მოწოდება იყო. თუმცა, ვაქცინების განაწილების პროცესს ხელი შეუშალა წარმოებისა და მიწოდების შეფერხებამ, რამაც გამოიწვია დეფიციტი იმ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად „კოვაქსზე“ არიან დამოკიდებული.

"დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის მიმდინარე წოლის ბოლომდე ვაქცინების 1 მილიარდამდე დოზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ რაოდენობის მოქალაქეების ვაქცინაციას, რაც პანდემიის დასრულებისთვისაა საჭირო, შეიძლება თვეები, ან წლებიც კი, დასჭირდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42