ევროპის მოედანზე 2021 წლის სეზონის Jr.NBA-ს კენჭისყრა გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:58, 21 Jun, 2021     1249

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება ჯუნიორ NBA-ს ლიგა, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით, 2021 წლის სეზონში მონაწილეობს 77 გუნდი და 1300-მდე 12 წლამდე ასაკის კალათბურთელი. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პაატა გურასპაული - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და იმედია, სხვა კომპანიებიც დაუჭერენ მხარს კალათბურთს და ზოგადად, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მასობრივი სპორტის განვითარებაზე და მომავალი თაობის სპორტში აქტიურად ჩართვაზე ორიენტირებული პროექტია. მადლობა თიბისის მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებთ ჩვენი დაწყებული ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდროდ და აქტიურად გაგრძელდება."

ჯუნიორ NBA-ს ლიგის გულშემატკივარი და მეგობარია თიბისი. თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი: „თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კალათბურთის ფედერაციასთან მეგობრობით საშუალება გვეძლევა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახალ თაობაში სპორტის, გუნდურობის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაციაში."

ჯუნიორ NBA-ს ლიგა NBA-ს ანალოგიური პრინციპით ტარდება. ლიგის თითოეული გუნდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თითო გუნდს წარმოადგენს და მთლიანად, დასკვნით ეტაპზე, „ა" და „ბ" ლიგების მონაწილე 900 კალათბურთელს NBA-ს სათამაშო ფორმები და ბურთები გადაეცემა. „ა" ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, „ბ" ლიგის თამაშებს კი მთლიანად დედაქალაქი უმასპინძლებს.

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბავშვთა საკალათბურთო პროექტი - ჯუნიორ NBA, გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, კალათბურთის პოპულარიზაციას და პერსპექტიული ახალგაზრდების აღმოჩენას. ჯუნიორ NBA-ს ლიგა მომავალ კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და მშობლებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ საკალათბურთო ცოდნა და გაიზიარონ კალათბურთის თამაშის სიხარული.

2021 წლის სეზონის ჯუნიორ NBA-ს კენჭისყრა 20 ივნისს, 12:00 საათიდან, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ საკალათბურთო მოედანზე გაიმართა, სადაც ჯუნიორ NBA-ში მონაწილე გუნდებს NBA-ს კლუბების სახელები მიენიჭათ.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჯუნიორ NBA-ს გუნდების მონაწილეობით, 3x3-ზე საკალათბურთო ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიებას ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, ვეტერანი კალათბურთელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42