ადგილი, სადაც მანქანა გადავარდა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით იყო. სამაშველო სამსახურს შემთხვევის შესახებ, 14 საათის შემდეგ მეთევზეებმა შეატყობინეს. პოლიციის ოფიცერი ბედოუზა ჰყვება, რომ მათ კივილი - ,,მიშველეთ!“ შემოესმა. ასეთივე ხმა ესმოდათ მაშველებს. ფაქტი იყო, კივილი ავტომანქანიდან ისმოდა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მანქანაში ვინმე გადარჩებოდა მცირე იყო. კივილი აშკარად ქალის იყო.
მაშველებს იმედი მაინც არ დაუკარგავთ. როდესაც მანქანა წყლიდან ამოიყვანეს, ქალი გარდაცვლილი იყო, თუმცა ბავშვი ჯერ კიდევ სუნთქავდა. მაშველები შოკირებული დარჩნენ, რადგან როგორც ექპერტებმა დადგინეს მანქანის აღმოჩენის მომენტისთვის, ჯენიფერი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო. ვერავინ ხსნიდა, როგორ და საიდან ისმოდა ქალის კივილი. ეს ხმა - ,,მიშველეთ!“ გარკვევით ისმოდა.
პატარა ლილი კლინიკაში იქნა გადაყვანილი და ის თავის ოჯახს დაუბრუნდა. ,,ეს იყო სასწაული...“ - აცხადებდა პოლიციის თანამშრომელი.
მასალის გამოყენების პირობები






