კახა ოქრიაშვილის სპეციალური განცხადება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 22:09, 20 Jun, 2021     1294

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარტია „პროგრესი და თავისუფლება“-ს ლიდერი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ორი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, ქვეყანაში დაიწყო უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით - რუსი პოლიტიკოსის, გავრილოვის საქართველოს პარლამენტში დასმით.

ეს კრიზისი დღემდე გრძელდება.

პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მე ჯერ კიდევ 20 ივნისის დილას მოვითხოვე მთავრობის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს, საკუთარი მოსახლეობის დარბევასა და ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრას. სწორედ ეს გახდა ჩემი და „ქართული ოცნების“ საბოლოოდ გამიჯვნის მთავარი მიზეზი!

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ და ახლაც, მიიღო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ხერხებით და მეთოდებით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ისინი დღესაც აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს - აყალბებენ არჩევნებს, ვერ ასრულებენ 2012 წლიდან დღემდე ხალხისთვის მიცემულ ვერცერთ დაპირებას.

დარწმუნებული ვარ, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება, რიგგარეშე არჩევნების გზით და ვისურვებდი, ეს ცვლილება მოხდეს სწორედ არჩევნების და არა ქუჩის გამოსვლების შედეგად."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42