„ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წევრები, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ
საზოგადოება - 12:51, 18 Dec, 2013     1596

„ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ელისაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს შეწყალების კომისიის სამომავლო გეგმების გაცნობა და თანამშრომლობის შესაძლებლობები წარმოადგენდა. ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისია სრულად სამოქალაქო ნიშნით დაკომპლექტდა. უახლოეს მომავალში კომისიის წევრებს შორის იგეგმება მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის პირობით, თუ განსახილველი იქნება კომისიის რომელიმე წევრის ნათესავის, ახლობლის, ან დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის საქმე, კონკრეტული კომისიის წევრი არ მიიღებს საქმის განხილვაში მონაწილეობას. იგეგმება დებულებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა, რათა იგი გახდეს უფრო ჰუმანური.

აღსანიშნავია, რომ კომისიის უახლოეს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომელიც სამომავლოდ სავალდებულო პირობა იქნება მსჯავრდებულის შეწყალების მოთხოვნის განსახილველად. კერძოდ, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაწესდება მოხდილი სასჯელის ხანდაზმულობის ვადები, რის საფუძველზეც კომისია დაიწყებს საქმის განხილვას.

წინა ხელისუფლების პირობებში არსებული შეწყალების კომისიისგან განსხვავებით, მოქმედი კომისიისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მუხლით იქნებიან მსჯავრდებულები გასამართლებული, განხილული იქნება ყველა თხოვნა, განურჩევლად მათი სიმძიმისა, რადგან არსებობს მრავალი კითხვა წინა პერიოდში გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით.

უახლოეს მომავალში იგეგმება შეწყალების კომისიის ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება სრული ინფორმაცია შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაადვილდება, როგორც შეწყალების მოთხოვნის გაგზავნა, ასევე განმცხადებელს საშუალება ექნება რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თვალი ადევნოს განხილვის რა ეტაპზეა მისი განცხადება.

ორგანიზაცია შეხვედრაზე საახალწლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონახულების და მათთვის საჩუქრების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განაცხადა ორგანიზაციის წევრებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ აქციაში.

კავშირი „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმდინარე კვირაში გეგმავს, თხოვნით მიმართოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს, რათა მიეცეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონახულების შესაძლებლობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42