ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, გრიგოლი ნინოწმინდაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა ის, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალმა ხელმძღვანელმა, მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა.
მეუფე გრიგოლის თქმით, პრობლემა ყველა ინსტიტუციაში არსებობს, თუმცა ამას თვალის გასწორება და მოგვარება სჭირდება.
"ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, ეს რომ მეუფე სპირიდონს გაეკეთებინა, ალბათ უკეთესი იქნებოდა და არ გახდებოდა მსოფლიოს სალაპარაკო ეს პრობლემები, რომლებიც არის, ალბათ არის. არ მეგულება ინსტიტუცია, სადაც არ იყოს პრობლემა და სირთულე, უბრალოდ ამას სჭირდება თვალის გასწორება, დაძლევა, გადალახვა. ამას სჭირდება აღიარება, იდენტიფიკაცია იმ პრობლემებისა, რომელიც შენს ორგანიზმში არის. სხვა გზა ცხოვრების გაგრძელებისა და გადარჩენისა არ არსებობს", - თქვა მეუფე გრიგოლმა.
მასალის გამოყენების პირობები