ვანდალიზმი თბილისში - VIII საუკუნის არაბული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს
პოლიტიკა - 16:48, 19 Jun, 2021     1587

ვანდალიზმი თბილისში - VIII საუკუნის არაბული წარწერა ცხელი გუდრონით გადაშალეს.

აღნიშნულ ფაქტს "ტფილისის ჰამქრის" წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი "ფეისბუქზე" ეხმაურება და შსს-სა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს:

"თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი. ერთი სეიდაბადში (მე-7 ს.), მეორე სოფელ დიღომთან მაჩხანში (მე-9 ს.) და მესამე 2012 წელს გამოვლინდა, პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი - ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 - მე-9 საუკუნეების მიჯნაზე.

ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი.

ვიღაც ვანდალმა, გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა! ეს არის კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 31-ს დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!!!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე!

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა რას ელოდებით!

რას ვშლით და ვანადგურებთ, ისტორიას?! თბილისის საამირო კვალს?! არაბების 400 წლიან ბატონობას?! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია. ანჩისხატის სამრეკლოც მოვშალოთ, სპარსული არქიტექტურის გავლენაა. შახტახტიც დავანგრიოთ, იქ იყო არაბების დაარსებული თბილისის პირველი ობსერვატორია....

რას ვებრძვით, საკუთარ ისტორიას და ქალაქს?!

რატომ მოიხსნა ის მინა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა წარწერას?! ვინ არის პასუხისმგებელი?! რატომ არის ეს გალავნის ნაშთი ტუალეტად ქცეული?! რატომ არ არის დამონტაჟებული კამერები?!

ამ კითხვებზე პასუხს ვინ გაგვცემს?!",- წერს ცირა ელისაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42