სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოქმედი პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას სამი ექს-პრეზიდენტის - რობერტ ქოჩარიანის, სერჟ სარგსიანისა და ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიები უპირისპირდებიან. ქვეყნის სამივე ყოფილი ლიდერი ხელისუფლების ოპოზიციაშია, თუმცა, მათ საერთო ოპოზიციური ბლოკი ვერ შექმნეს. არჩევნების შედეგების პროგნოზირება რთულია, თუმცა ექსპერტები ფავორიტებად ფაშინიანის პარტიას და ქოჩარიანი საარჩევნო ბლოკს ასახელებენ.
ვადამდელი არჩევნები სომხეთში ყარაბახის ომში განცდილი მარცხის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დაინიშნა. ოპოზიცია და ქვეყნის ელიტა ფაშინიანს ყარაბახის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებაში ადანაშაულებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.
სომხეთი 2018 წლიდან საპარლამენტო რესპუბლიკაა. პარლამენტის არჩევნები სრულიად პროპორციული სისტემით ტარდება და პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიებმა 5, ხოლო ბლოკებმა 7 პროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახონ. მასში 26 პარტია და ბლოკი მონაწილეობს, რაც სომხეთისთვის უპრეცედენტო რაოდენობაა.
მმართველი პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის იმედ აქვს. ის საარჩევნო კამპანიის დაწყებისას ლიდერობდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წინ რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი გავიდა - მას 24,1 პროცენტი უჭერს მხარს. ფაშინიანის პარტია მოწინააღმდეგეს ოდნავ ჩამორჩება - 23,8%.
მესამეზე სერჟ სარგსიანის ბლოკია, მას ბარიერის გადალახვის შანსი აქვს - 7,4%. არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში მოხვდნენ მეოთხე-მეხუთე ადგილებზე მყიფი ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანისა და სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტიებიც.
საინტერესოა რუსეთის პოზიციაც - პუტინს მოქმედ პრემიერთან კორექტული, თუმცა, ცივი დამოკიდებულება აქვს, ხოლო ქოჩარიანი მისი ძველი მეგობარია.
-----------------------
სომხეთის პირველი პირები დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.
ლევონ ტერ-პეტროსიანი, დაიბადა სირიის ქალაქ ალეპოში, 9 იანვარი 1945 წ. - სომხეთის პირველი პრეზიდენტი 1991-1998 წლებში.
რობერტ ქოჩარიანი, დაიბადა 31 აგვისტო, 1954 წ. სტეფანაკერტში - სომხეთის მეორე პრეზიდენტი 1998-2008 წლებში. სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პირველი პრეზიდენტი.
სერჟ სარქისიანი, დაიბადა 30 ივნისი, 1954 წ. სტეფანაკერტში, სომხეთის მესამე პრეზიდენტი 2008-2018 წლებში. პრემიერ-მინისტრი - 2018 წლის 17-დან 23 აპრილამდე. პრემიერის თანმამდებობა დატოვა სახალხო პროტესტის შედეგად.
ნიკოლ ფაშინიანი, დაიბადა 6 მაისი, 1975 იჯევანში. სომხეთის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 8 მაისიდან 2021 წლის 25 აპრილამდე. 25 აპრილიდან არის სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
მასალის გამოყენების პირობები






