"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე , სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის.
მისი თქმით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არის მონტაჟი.
"ძალიან ცუდია, რომ ერთი და იგივე პირთა წრე 2012 წლამდე ამ ჩანაწერებს ჯერ აკეთებდა, შემდეგ იყენებდა ამ მონტაჟს და სიყალბეს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის, დღეს მიზნის ობიექტი შეიცვალა და ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების დაშანტაჟებისთვის.
საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არის მონტაჟი და სიყალბე. საუბრები საიდანაც ეს სხვადასხვა ფრაზებია ამოღებული, რა თქმა უნდა იქნებოდა, ამის გარეშე მონტაჟს ვერ გააკეთებდნენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






