ფრაქციების, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ორგანიზებით დღეს, 19 ივნისს, პარლამენტში საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილავდნენ "დიდი შვიდეულის", NATO-ს და აშშ-რუსეთის სამიტებს.
"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში საჯარო დისკუსიის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ შემდეგ კვირაში ხელს მოაწერენ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე.
"ფრაქციები "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" და "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შემდეგ კვირაში ხელს მოვაწერთ ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მუდმივად იმუშავებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხებზე და ამ პროცესის დაჩქარებაზე", - განაცადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები ხშირად გაიმართება. ფრაქციები საქართველოს განვითარების მიმართულებით, ეროვნული პროგრამის შემუშავებაზეც ფიქრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






