უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ..ვიმედოვნებ, პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს შეაჩერებს - დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე
პოლიტიკა - 12:44, 19 Jun, 2021     1228

უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს მოსამართლეთა კანდიდატები წარუდგინა, რაც ცალსახად არ არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაში,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

ელჩი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მაშინ კელი დეგნანის თქმით, ეს იქნება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შანსი:

"მაშინ, როდესაც სასამართლო არის ხელისუფლების ცალკე შტო, რთული გასაგებია, რატომ შეიძლება არ სურდეთ მათ ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს საქართველოს სასამართლო სისტემა. ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს სასამართლო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს, დაუსაბუთებელია. საერთაშორისო ექსპერტების უკანასკნელი შეფასებით, სახეზეა საკმარისი მოსამართლე იმისთვის, რომ სამუშაოს გაუმკლავდეს. ცალსახად არის საკმარისი მოსამართლე სახეზე იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერება, რაც შესაძლებელს გახდის ინკლუზიურ, გამჭვირვალე, არსებით განხილვას იმაზე თუ რა სახის სასამართლო რეფორმა არის საჭირო. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ, მათ შორის, მმართველი პარტია, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, როგორც წერილობით, ასევე სულისკვეთებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას. ეს მოლაპარაკებები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მხარეებს შორის და საბოლოოდ, ისინი შეთანხმდნენ პუნქტებზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტშია წარმოდგენილი, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით. თუმცა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება იქამდე, სანამ ამ საკითხზე დისკუსია შედგება, იქამდე, სანამ რეფორმების პაკეტი არ შემუშავდება, პარლამენტის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, ეს ძირს გამოუთხრის 19 აპრილის შეთანხმების როგორც წერილობით ასევე სულისკვეთებით ნაწილს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ მოხდეს საქართველოს სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42