"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს "თითქმის აღარ განიხილავს" - ამის შესახებ მან ვაშინგტონში, "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.
მელია ამის მიზეზებს განმარტავს:
"თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.
სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც", - განაცხადა მელიამ.
მელია თვლის, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა.
მასალის გამოყენების პირობები






