ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გიგი უგულავას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში სანდრო ბარამიძე წერს. საქმე ეხება აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ძიუდოისტი საბა გავაშელიშვილი უგულავასა და გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. საქმე უგულავას წინააღმდეგ აღიძრა და მას ძიუდოისტს ცემაში დასდეს ბრალი:
"სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია გიგი უგულავას შარშანდელი მსჯავრდების საქმეზე. სასამართლოს აინტერესებს, რამდენად აკმაყოფილებდა "კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლოს" სტანდარტს სასამართლო, თუ საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელიც ყოფილი გენპროკურორია, იყო თუ არა მოსამართლის კვალიფიკაციის პრობლემა, აკმაყოფილებდა თუ არა სასამართლო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნებს", - წერს ბარამიძე.
მასალის გამოყენების პირობები






