პროკურატურის მიზანია, დააშინონ ჟურნალისტები, რათა მსგავს უკანონობაზე აღარ მოამზადონ რეპორტაჟები - მელაძე გულუაშვილის ბფირინგზე
პოლიტიკა - 15:30, 18 Jun, 2021     1372

პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს, რომელზეც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საკნდალურ ჩანაწერებზე გაკეთებული სიუჟეტის შესახებ იყო საუბარი, შაბათის გადაცემის ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, პროკურატურამ დღევანდელ ბრიფინგზე აღიარა, რომ ბერას გამო არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა და ივანიშვილების დაცვის სამსახური სამართალდამცველების ფუნქციას ითავსებდა.

მელაძის შეფასებით, პროკურატურა ცდილობს, ჟურნალისტები დააშინოს, რათა მსგავს უკანონო ქმედებებზე რეპორტაჟები აღარ გააკთონ:

"საქართველოს პროკურატურა, როგორც ჩანს, დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყო იმ რეალობით, რომელიც შეიქმნა ბერა ივანიშვილსი საჯარო აღიარების შემდეგ, მან ამ ჩანაწერში მოყვანილი ფაქტები ტელეიმედთან ინტერვიუში თავად აღიარა და მომავალშიც მსგავსი დანაშაული დაანონსა და თქვა, რომ შეურაცხყოფას არავის აპატიებს და ასე იქცეოდა და ასე მოიქცევა.

დღეს პროკურატურამ გვითხრა, რომ ჩადენილი ჰქონდა სავარაუდო დანაშაული დაცვის უსაფრთხოების თანამშრომლებს, ბრიფინგიდან გავიგე, რომ როცა ნადირობის სეზონი იყო გამოცხადებული ივანიშვილზე, ისინი ნამდვილად დადიოდნენ კარდაკარ და ეძებდნენ ადამაინებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ბერა ივანიშვილს სოციალურ ქსელში. ალბათ რთული წარმოასადგენი იყო რომ ივანიშვილის კონტროლირებადი პროკურატურა მის წინააღმდეგ რამე შედეგს დადებდა. დღევანდელი ბრიფინგიდან მოვისმინეთ მნიშვნელოვანი აღიარებები.

დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ არაფორმალური გარჩევები ეწყობოდა და სამართალდამცავების ფუნქცია შეთავსებული ჰქონდათ არაუფლებამოსილ პირებს ამ შემთხვევაში ივანშვილის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. ბევრი კითხვა დარჩა და გულუაშვილი გაიქცა დღეს ბრიფინგიდან კითხვებს არ უპასუხა. საინტერესოა ბერას აღიარების შემდეგ თუ დაიბარეს ის პროკურატურაში და თუ მისცა ჩვენება, თუ იყო ჩვეენბის მისაცემად მისული ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დაკითხეს ანზორ ჩუბინიძე.ამის შესახებ კითხვებზე პასუხი არ მოგვისმენია. ამ ყველაფრის მიზანი არის ჟურნალისტების დაშინება და ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომ მსგავს უკანონობებზე აღარ მოამზადონ რეპორტაჟები და არ ჩანს სურვილი რომ რეალური გამოძიების ჩატარება მოხდეს. ლოგიკურიც არის ვიდრე ეს პოლიტიკური გუნდია ხელისუფლებაში მათი პოლიტიკური გუნდის ლიდერის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არანაირი გამოძიება წარმოებული არ იქნება" - განაცხადა ნოდარ მელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42