მარტოხელა მამამ, 37 წლის ჰენდერსფილდელმა ბენ კარპენტერმა, ახლახანს მეექვსე ბავშვი იშვილა.
21 წლის ასაკში ბენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გეი მამაკაცი, რომელმაც ბავშვი იშვილა. ამის შემდეგ მან კიდევ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი იშვილა.
ბენის თქმით, მან მიზნად დაისახა, რომ ბავშვების ყველაზე დაუცველი ჯგუფს დახმარებოდა და სიცოცხლე მათთვის მიეძღვნა.
გასული წლის აპრილში ბენმა მეექვსე ბავშვი, ორი წლის ლუი მიიყვანა სახლში, მისი მეხუთე შვილის, ტედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ.
ბენის პირველი შვილი ჯეკი, ახლა 14 წლისაა, მას აუტიზმი აქვს. მას ასევე ჰყავს 11 წლის რუბი, რომელსაც კომპლექსური საჭიროებები აქვს, ცხრა ლილი, რომელიც სმენადაქვეითებულია და ექვსი წლის ჯოზეფი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს.
“ყოველთვის მინდოდა ოჯახი , შვილები მყოლოდა. ასევე მინდოდა ყველაზე დაუცველ ადამიანებს დავხმარებოდი. ბევრი ბრძოლა დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შემეძლო ბავშვებისთვის ღირსეული გარემოს შექმნა” - ამბობს ბენი.
მასალის გამოყენების პირობები






