სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს აცნობს, რომელშიც სხვადასხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ის საქმეებიც მოხვდა, რომელიც სისტემურ კოლაფსს წარმოადგენს და არასრულფასოვნად არის გამოძიებული.
ლომჯარიას თქმით, მაჩალიკაშვილის, შაქარაშვილისა და ხორავას ქუჩის საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი შეკითხვები დარჩა:
„რაც შეეხება უშუალოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებს, ჩვენ ანგარიშში განხილული გვაქვს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები, რაც სახალხო დამცველმა შეისწავლა, ასევე კვლავ მივუთითებთ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სადაც მიგვაჩნია, რომ გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა რიგი საკითხები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინადადებით მივმართეთ პროკურატურას. ასევე, კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ ხორავას ქუჩის არასრულწოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურეობრივ შემოწმებაზე პროკურატურაში კვლევა არ დასრულებულა“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






