მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 20 წლის ცოლის მკველობა, რომელშიც საქართველოს მოქალაქე იყო ეჭვმიტანილი, ქალის მეუღლემ აღიარა.
წყაროების ცნობით, ბაბის ანაგნოსტოპულოსმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან მეუღლე, 20 წლის ქეროლაინ ქრაუჩი მას შემდეგ მოკლა, რაც ის დაემუქრა, რომ მიატოვებდა და თან 11 თვის ჩვილს წაიყვანდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან აღიარა, რომ სამართალდამცავებს მოატყუა, როცა განაცხადა, რომ სახლში ძარცვის მიზნით სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ, მისი ცოლი სცემეს და გაგუდეს, თავად კი სავარძელზე მიაბეს.
მკვლელობა ათენთან ახლოს, 11 მაისს მოხდა. ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მაშინ ბაბის ანაგნოსტოპულოსმა პოლიციას განუცხადა, რომ სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იარაღის მუქარით გაკოჭეს, მისი ცოლი გაგუდეს და ფული წაართვეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს და გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები