ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო ამოცანას, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის - ბოკერია
პოლიტიკა - 17:26, 17 Jun, 2021     1010

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, არცერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომელშიც არსებობს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს შორის, გარღვევა არ მომხდარა და ეს მოსალოდნელიც იყო.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაციის და რუსეთის განგრძობითი აგრესიის საკითხი ახლაც არ ყოფილა უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე, თუნდაც უკრაინის საკითხთან ერთად, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო ამოცანაა, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის.

"როგორც მოსალიდნელი იყო, არცერთ მნიშვნელოვან საკითხში, რომლებშიც დაპირისპირებაარსებობს თავისუფალ სამყაროს, მის ლიდერ, შეერთებულ შტატებსა და პუტინის რუსეთს შორის, გარღვევა არ მომხდარა, ყველა პროგნოზი ასეთი იყო, ამიტომ აქ არანაირი მოულოდნელობა არ არსებობს.

ეს დაპირისპირება თავისუფალ სამყაროსა და პუტინის რუსეთს და ტოტალიტალურ ქვეყნებს შორის გაგრძელდება და შეიძლება მომავალში გამწვავდეს კიდევაც, მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი, საქართველოს საკითხი, ოკუპაციის და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობითი აგრესიის საკითხი არ დგას უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე. უკვე დიდი ხანია ეს ასეა და ვერც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა თუნდაც უკრაინასთან ერთად კონტექსტში, რომ ეს საკითხი წამოწეულიყო წინ.

ამას აქვს ობიექტური მიზეზებიც, სამწუხაროდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმა იქნებოდა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა, რომ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ საკითხზე და სხვა ჩვენ ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხებზე იმუშავებდა აქტიურად და მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, როცა ეს აუცილებელია, შეაწუხებდა, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის პრეზიდენტი, მაგალითად.

ყველა საბუთი და ნიშანი გვაქვს იმის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო და მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებუოი ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის უაღრესად საზიანოა" - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42