USAID საქართველოსთვის გრანტის სახით $67 მილიონის გამოყოფას აპირებს
პოლიტიკა - 16:09, 17 Jun, 2021     1512

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ“ საგრანტო შეთანხმება USAID-ის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. გრანტის მოცულობა შესაძლებელია გაიზარდოს 330,5 მლნ აშშ დოლარამდე. აღნიშნული საკითხი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს თანამონაწილეობა შეადგენს დაახლოებით 7,7 მლნ აშშ დოლარს, რომელიც ასევე, გაიზრდება გრანტის თანხის ზრდასთან ერთად.

მომხსენებლის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული თანხის ხარჯვა რამდენიმე მიმართულებით მოხდება:

გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით, გათვალისწინებულია 14,5 მლნ აშშ დოლარი, რაც მომდევნო წლებში შესაძლებელია გაიზარდოს 79,4 მლნ დოლარამდე;

მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად. ამ მიმართულებით გათვალისწინებულია 25, 9 მლნ დოლარი და მოიცავს კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, პოლიტიკურ კონკურენციას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს;

ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნას. ამ მიმართულებაზე გამოყოფილია 26.6 მლნ აშშ დოლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42