ბაიდენი-პუტინის შეხვედრის უცნობი დეტალები - სხეულის ენის ექსპერტმა მათი საიდუმლო მესიჯები გაშიფრა
მსოფლიო - 15:38, 17 Jun, 2021     6443
ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას მთელი მსფოლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს


როგორც თავიდანვე ცნობილი იყო, ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის თემები სირიისა და ლიბიის კონფლიქტები, ადამიანთა უფლებები, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობა იყო.

მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა 90 წუთი გასტანა. ბაიდენისა და პუტინის გარდა მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები. პრეზიდენტებს არ ჩაუტარებიათ ერთობლივი პრესკონფერენცია, თუმცა კომენტარები გააკეთეს მედიასთან.

შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინს უთხრა, მისი დღის წესრიგი არა რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგაა, არამედ ამერიკელი ხალხისთვის.

"იქ, სადაც განსხვავებები გვაქვს, პრეზიდენტმა პუტინმა მინდა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ და რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. ასევე, როგორ ვუპასუხებთ ჩვენ სხვადასხვა ქმედებას, რაც ვნებს ამერიკელი ხალხის ინტერესსს. მე ვუთხარი პუტინს -ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის ამერიკელი ხალხისთვის"- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

პუტინის თქმით, ბაიდენს ის თეთრ სახლში ვიზიტით არ მიუწვევია.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა სტუმრად არ დამპატიჟა, ჯერჯერობით ასეთი წინადადება მეც არ გამიკეთებია", - განაცხადა პუტინმა შეხვედრის შემდგომ გამართულპრესკონფერენციაზე.

სხეულის ენის ექსპერტი რობინ კერმოდი ყურადღებით აკვირდებოდა სამიტს, თითოეული გამოხედვით და ჟესტით იკვლევდა, თუ რას გვეტყოდნენ უსიტყვოდ პრეზიდენტები.

რა დავინახეთ ჩვენ: ბაიდენმა და პუტინმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, ვილა ლა გრანჟის კიბეებთან, ჟენევაში, როდესაც ისინი პირველად აღმოჩნდენ პირისპირ ბაიდენის გაპრეზიდენტობის შემდეგ.

რა დაინახა ექსპერტმა: სტანდარტული ხელის ჩამორთმევა, რომლის დროსაც ორივე ხელის თანაბარი ძალა დავინახეთ

ალბათ დაინახეთ, ბაიდენის ძლიერი ცერი, რომელიც ეწინააღმდეგება ზედმეტად ენერგიული სახის მიმიკებს - ის ძალიან ცდილობს იყოს “ველქამინგი”

პუტინი ცდილობს თავდაჯერებული გამოჩნდეს - ჩამოშვებული ნიკაპით და კლასიკური კამერისკენ მზერით.

რა დავინახეთ ჩვენ: ბაიდენი და პუტინი ჰოლში, სადაც ისინი რამდენიმე წუთს იცდიან, სანამ ბიბლიოთეკაში მოლაპარაკებების დასაწყებად.

რა დაინახა ექსპერტმა: მათი სახის გამომეტყველებისას, შეგვიძლია გავიფიქროთ, რომ ოთახში ძალიან ცუდი სუნი დგას.

ჩამოვარდნილი ტუჩის ბოლოებით, ყბის დაძაბულობით და ფიქსირებული სახეებით, ორი ადამიანი ცდილობს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს არასასიამოვნო სიტუაციაში.

რა დავინახეთ ჩვენ: ბაიდენი და პუტინი სხედან ბიბლიოთეკაში რამდენიმე საათიანი დაძაბული საუბრის წინ

რა დაინახა ექსპერტმა: დაძაბულობის მომენტი, როდესაც ორივე მოლოდინშია.

ბაიდენი თამაშობს პროფესიულ პოლიტიკურ თამაშს, პოკერის მოთამაშეს - თითქოს უნდა თქვას: ”შეიძლება სამი ეზიც კი მყავდეს, შენ უბრალოდ არ იცი”.

პუტინის აწეული წარბები, დაძაბული მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელით სავარძლის მკლავზე თამაში და ზევით მიმართული მზერა, გვაგონებს მოზარდს, რომელსაც ბრალი ედება სამეცნიერო ბლოკის ფანჯარაში ბურთის სროლაში.

რა დავინახეთ ჩვენ: ბაიდენი და პუტინი კამერებს უღიმიან, სანამ ფოტოგრაფებს ეტყვიან, რომ დატოვონ ოთახი, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს

რა დაინახა ექსპერტმა: ორივე ცოტათი მოეშვა, მაგრამ ორივემ ნათლად გადაწყვიტა, როგორ აპირებენ ამ დღეს თამაშს.

ბაიდენი კიდევ უფრო ფორმალურია. ისე გამოიყურება, როგორც სკოლის უფროსკლასელი ბიჭი.

პუტინი თამაშობს პასიურად აგრესიულიულის რილს, მიყრდნობილი ზურგით - თითქმის სავარძელშია ჩაფლული. მისი ორივე ხელი მაინც ძალიან აქტიურია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში მოქმედებაზე გადავიდეს. მოკლედ, სკოლის “ხულიგანს” ჰგავს.

რა დავინახეთ ჩვენ: ბაიდენი იღებს ბარათების დასტას და იდებს ჯიბეში

რა დაინახა ექსპერტმა: მართლაც საინტერესოა, რომ ბაიდენი იწერს თავის შენიშვნებს. შესაძლოა, პუტინსაც ჰქონდეს მაგიდაზეჩანაწერები, მაგრამ მათ არ ეკარება.

შენიშვნების ჩანიშვნა მხოლოდ გონების მწყობრში მოსაყვანად არ არის რეკომენდირებული, ეს ხელს უშლის თქვენი აზრების არევ-დარევას.

ამიტომ ხალხი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, თუ საუბრის დროს კალამი უჭირავს.

რა დავინახეთ ჩვენ: პუტინი, პარმელინი და ბაიდენი ფოტოს გადასაღებად დადგნენ

რა დაინახა ექსპერტმა: სამივე კაცი ძალიან სტიქიურად გამოიყურება. სამივე მათგანს ტუჩის კუთხის კიდეები მკაფიოდ ქვემოთ აქვს. ამ ეტაპზე სუსტი ღიმილის შანსიც მცირეა.

ბაიდენი იდგა თითქოს პენალტის მოლოდინშია.

პარმელინის ხელები უფრო მოშვებული ჩანს, თითქოს ამბობს "ბურთი მოდის, ის მძმედ მოდის და თუმცა ის არაფერს დააზიანებს”

პუტინი, თითქოს მასწავლებელმა გამოიჭირა და იცის, რომ დასჯა გარდაუვალია და ეს ძალიან, ძალიან არ მოსწონს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42