ყოველდღიურ ცხოვრებაში ელემენტები ძალიან დიდი დოზითაა - მათი საშუალებით მუშაოს ესა თუ ის ტექნიკა და სათამაშოც კი, შედეგად ადამიანებმა, რომლებსაც სახლში მცირეწლოვნები ჰყავთ დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რადგან იმ შემთხვევაში თუ ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა, შესაძლოა მიიღოს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და ამავდროულად დადგეს ფატალური შედეგიც კი.
არ გაუმართლა 2 წლის ჰარპერ-ლის დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც პატარა მრგვალი ელემენტი გადაყლაპა და უცხო სხეული მის ორგანიზმში რამდენიმე საათი იმყოფებოდა.
დედამ რამდენიმე საათის შემდეგ აღმოაჩინა, რომ პულტში ერთი ელემენტი არ იდო, ბავშვი მაშინვე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ უშედეგოდ, გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
არასდროს დატოვოთ ელემენტიან ნივთებთან ბავშვები უყურადღებოდ, განსაკუთრებით პულტებთან, რადგან ძირითადად ისინი ენერგიის წყაროს მცირე ზომის ელემენტებისგან იღებენ, რაც მარტივად შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს. თუ შეამჩნევთ, რომ ელემენტი დაიკარგა და ეჭვი გაქვთ, რომ ის პატარამ გადაყლაპა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და არ ელოდოთ, რომ ბავშვი ელემენტს ფეკალიებში გამოაყოლებს.
მისი გადაყლაპვის შემთხვევაში მალევე ზიანდება კუჭის ლორწოვანი გარსი და იწვევს ფარულ სისხლდენას, შემდგომ ზიანდება სხვა ორგანოებიც და ამის გაო სწრაფად დგება ფატალური შედეგი, ამიტომ, იფრთხილეთ!
მასალის გამოყენების პირობები






