შეხვედრა მეუფე იაკობსა და ომბუდსმენს შორის - ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი ამბობს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან "გულღია და გულითადი საუბარი ჰქონდა".
შეხვედრის დასრულების შემდეგ მანაც დაადასტურა, რომ ის და ლომჯარია შემდეგი კვირის ბოლოს პანსიონში ერთად ჩავლენ.
"ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი, მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და შევთანხმდით იმაზე, როგორც ქალბატონმა ნინომ ბრძანა, სახალხო დამცველი და მე, ალბათ, შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და იქ ვნახავთ სიტუაციას.
ჩვენ მართლაც გულითადი საუბარი გვქონდა და პრეტენზიები და რამე არ ყოფილა. სიტუაცია უცებ შეიქმნა, აგორდა და აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასე დაძაბული სიტუაცია, უკვე აღარც არის დაძაბული", - თქვა მეუფე იაკობმა.
მასალის გამოყენების პირობები






