იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში 9 კანდიდატის უვადო მოსამართლედ დანიშნვას მხარი დაუჭირა. სია დასამტკიცებლად ახლა უკვე პარლამენტს გადაეგზავნა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მისი თქმით, მთელი პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა და ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი დარღვევა ნეპოტიზმია, რაც კლანის გაძლიერებას უწყობს ხელს:
"შერჩევა მიმდნიარეობდა 8 თვის განმავლობაში და აბსოლუტურ თანხვედრაში იყო პოლიტიკურ პროცესებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არ იყო იზოლირებული პოლიტიკისგან და კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ე.წ. კლანი. ასევე, იყო პროცედურული დარღვევები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ჩემი აზრით, არის ნეპოტიზმი. მუდმივი ცვლა მიმდნიარეობს აქ თანამდებობების, როლების, რაც იმას მიუთითებს, რომ მთავარია კლანური შედეგები და მოდელი დაჯდეს ისე, როგორც მათ ინტერესებშია" - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშნვის პროცესი, რადგან სასამართლოს რეფორმამდე მათი დანიშნვა მიშელის დოკუმენტის პირობებს ეწინააღმდეგება.
მასალის გამოყენების პირობები






