თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება
განათლება - 11:24, 17 Jun, 2021     1717

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამებმა საქართველოსა და რეგიონში პირველებმა მიიღო ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაცია. დღეისთვის რეგიონში ISET-ის ეკონომიკის პროგრამები ერთადერთი საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამებია ეკონომიკის მიმართულებით. საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ISET-ის დირექტორი თამარ სულუხია, ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან ფრედერიკ პოლსენი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო თსუ-სთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რადგან თსუ ISET-ის პროგრამებმა ჩვენი სამეზობლოს ისტორიაში პირველებმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი არიან მსოფლიო შრომის ბაზარზე,“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ. თსუ რექტორმა ISET-ის სტუდენტებისთვის კიდევ ერთ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება: თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ ბრემენის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) უნივერსიტეტთან (UB) გააფორმა ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის 5 სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა ყოველწლიურად, ბოლო აკადემიური წელი გაიაროს ბრემენის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც სტუდენტები, ორი უნივერსიტეტის თსუ ISET-ისა და ბრემენის უნივერსიტეტის დიპლომებს მიიღებენ.

FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია ISET-ის ხარისხის საერთაშორისო დონეზე აღიარებაა, რაც კურსდამთავრებულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საერთაშორისო აღიარება დასტურია, რომ ISET-ის პროგრამები კონკურენტუნარიანია მსოფლიოს ბაზარზე და სტუდენტებს საერთაშორისო დონის განათლებას სთავაზობს. „ეს არის ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მისაბაძი მაგალითი. კარგი იქნება, თუ ევროპული აკრედიტაციის მქონე კიდევ ბევრი სასწავლო პროგრამა გვექნება, რადგან ეს მაღალი აკადემიური ხარისხის უტყუარი დასტურია,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

ISET-ის დირექტორის თამარ სულუხიას თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება მნიშვნელოვანია არა მარტო ISET-სთვის და თსუ-სთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ეკონომიკის დარგში მოღვაწეობს, „რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, ISET-ში გვაქვს მსოფლიო დონის ორი ეკონომიკური პროგრამა - საბაკალავრო და სამაგისტრო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სტუდენტები იღებენ მსოფლიო დონის განათლებას ეკონომიკაში.“

„საქართველოში ეკონომიკური სასწავლო პროგრამის პირველი საერთაშორისო აკრედიტაცია ნიშნავს იმას, რომ ISET-ში სტუდენტები ღებულობენ საუკეთესო განათლებას ეკონომიკურ სწავლებაში,“- განაცხადა ISET-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ჟან ფრედერიკ პოლსენმა.

პროგრამებს მაღალ შფასებას აძლევენ სტუდენტები. თსუ ISET-ის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ალექსანდრა შალიბაშვილის თქმით, „საერთაშორისო აკრედიტაცია ძალიან დიდი წარმატებაა საქართველოს განათლების სფეროსთვის და ISET-სთვის. ეს ნამდვილად დამსახურებული წარმატებაა, რადგან ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა რომ არა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტების ძალიან დიდი შრომა. ამის დამსახურებით ნარჩუნდება ISET-ში განათლების მაღალი სტანდარტები“.

FIBAA გერმანიის საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოა, რომელიც უმაღლესი განათლების სექტორში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრია. მას სააგენტოს ხარისხის უზრუნველყოფისა და განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42