"ბატონო გიორგი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გთხოვთ 2013 წლის 18 დეკემბერს 13:00 საათზე გამოცხადდეთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში, თბილისი გორგასლის ქუჩა 24. პროკურორ- ლევან ჯალაღანიასთან; ოთახი #459. " დაკითხვაზე თბილისის მერის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურატურამაც გაავრცელა:
"2013 წლის 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქნა დაბარებული. საქმე ეხება ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






