ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობას კოვიდის შემდეგ შავი სოკო - რას აცხადებს ალექსანდრე გოგინავა
COVID-19 - 18:15, 16 Jun, 2021     6011

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ჟურნალ „სარკის“ კითხვას პასუხობს იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საქართველოს მოსახლეობას კოვიდის შემდეგ შავი სოკო, რომელიც ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის დროს აფეთქდა და როგორც წესი, ვითარდება იმ პაციენტებს შორის, ვისაც მძიმე თანხმლები დაავადება აქვს, მაგალითად, შიდსი, დიაბეტი, ჰემატოლოგიური დაავადება, იმყოფება ქიმიოთერაპიის ქვეშ და ამის შედეგად აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი.

„მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება იმუნურ ფაზაში სტეროიდები, მაღალი დოზით, რომლებიც იმუნურ სისტემას აქვეითებს. შავი სოკო გამოვლინდა პაციენტებში, ვინც დიდი დოზით იღებდა სტეროიდებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში… ხალხი რომ არ შევაშინოთ, გეტყვით, რომ ეს დაავადება არ ვრცელდება ჯანმრთელ, იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში. ვლინდება მხოლოდ იქ, სადაც ღრმა იმუნოდეფიციტი და ფონური დაავადებებია. ჯანმრთელ ადამიანს ეს არ გადაედება. შეიძლება, გადაედოს მხოლოდ მას, ვინც ამ მძიმე სენით დაავადებულ პაციენტთან იქნება და ეს სოკო მოხვდება ლორწოვანზე. ადამიანიდან ადამიანზე იშვიათად გადადის, მაგრამ იმუნოკომპეტენტურ ადამიანებს, რომც გვქონდეს კონტაქტი ამ სოკოსთან, დაავადება არ განგვივითარდება…“- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42