გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება
პოლიტიკა - 16:17, 16 Jun, 2021     972

15-16 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით ყოველწლიური ლიდერთა სამიტი იმართება. წლევანდელი სამიტი ონლაინ რეჟიმში ტარდება და ის COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასა და კორუფციის თემებს ეძღვნება.

70-მდე ქვეყნის ბიზნესის, მთავრობების, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები სამიტზე იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სხვადასხვა სექტორის მხრიდან მსოფლიოს მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების დასაძლევად, ასევე მდგრადი მიდგომების წასახალისებლად, ღირსეული სამუშაო და საარსებო მინიმუმის უზრუნველსაყოფად, ქალთა ლიდერულ პოზიციებზე დასაწინაურებლად და ინოვაციური ინსტრუმენტების წარმოსაჩენად.

წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას.

„მოხარული ვარ, რომ ლიდერთა სამიტზე წელს საქართველოდან თიბისი მონაწილეობს. 2020, პანდემიის გამო, გამოწვევებით სავსე წელი იყო, როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და არ შეგვიწყვიტავს ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და ვიყოთ მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის აუცილებლობას. სამიტის წევრებს სწორედ ამ მიმართულებით თიბისის მიერ განხორციელებული ინიციატივების, გადადგმული ნაბიჯების და ხედვის შესახებ გავუზიარებ ინფორმაციას", - ნინო მასურაშვილი, თიბისის რისკების მართვის დირექტორი.

სამიტი 2 დღის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეში გაიმართება და მასში 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42