ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის მამის თქმით, უკვე ერთი წელი ხდება, რაც ისი ვაჟი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, მისი გათავისუფლება ამ დრომდე არ მომხდარა. როგორც მიხეილ გახელაძე აცხადებს, მთელი ოჯახი ცხინვალის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავს, რადგან სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ:
"ხელისუფლება ყველანაირად გვპირდებოდა, რომ გვერდში დაგვიდგებოდა და ზაზას ტყვეობიდან დაიხსნიდა. მეთორმეტე თვე დაიწყო, რაც ჩემი შვილი დაკავებულია, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. 23-ში აქვს დაბადების დღე და მთელი ოჯახი გადავდივართ ცხინვალის ტერიტორიაზე. სახლში რომ ვარ ვერაფერს ვაკეთებ - ვზივარ თუ ვწევარ, მხოლოდ ჩემ შვილზე ვფიქრობ. მირჩევნია მეც მოვიხადო 12 წელი, ვიდრე აქ ველოდო" - აცხადებს მიხეილ გახელაძე.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა გასული წლის 11 ივლისს გაიტაცეს, ცხონვალის ე.წ. სასამართლომ კი მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






