სოციალურ ქსელში მაია კალანდია ნიკოესული სასახლის რაბილიტაციის შემდგომ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ ფონდ "ქართუს" მიერ ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა სასახლე იმაზე უარეს მდგომარეობაში ჩააგდო, ვიდრე ეს რეაბილიტაციამდე იყო:
"ექსკლუზივი!
მიკერძოება და სუბიექტურობა რომ არ დამწამონ, დავიწყებ იმით, რომ იმ ცხრა წელს, (როდესაც მეც ვიყავი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც ქვეყანას მართავდა, თუმცა დაბალი რანგის საჯარო მოხელე), ჩვენს კისერზეა დადიანების ბაღის უპატრონოდ დატოვება და მიუხედაობა. ცხადია, რომ ოლიგარქის პატრონაჟითა და ერთი ხის სიყვარულით(!), სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა იქაურობას და მიუხედავად მთელი რიგი შეცდომებისა, რომლის გამოსწორება აუცილებელია, ბაღი მაინც ბაღს გავს.
ახლა სხვა თემაზე.
2019 წელს, შედგა ნიკოსეული სასახლის რეაბილიტიაციის პრეზენტაცია. ქალბატონ სანდრა რულოვსის, ქალაქის მერობის კანდიდატობის წინასაარჩევნო ანტი-პიარ კამპანიის ნაწილი გახადეს ქოცებმა ეს ამბავი...
რა ხდებოდა მანამდე.
2007-2009 წლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ჩატარდა - ნიკოსეული სასახლისა და მთავარ დადიანთა რეზიდენციის შენობების (დედოფლისეული სასახლე) სარეაბულიტაციო კვლევები. პირადად ჩამოსული იყო ბატონი Nika Vacheishvili , შემდგომ მოიწვიეს დარგის სპეციალისტები უცხოეთიდან, რათა შეფასება ყოფილიყო სწორი და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულიყო სწორად. აღნიშნულ საკითხში პირადად იყო ჩართული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი Mikheil Saakashvili , დაიდო ასეთი წინასწარი შეფასება, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე ნიკოსეულ სასახლეს სჭირდებოდა, მინიმუმ ერთი მილიონი დოლარის გაწმენდითი და წინასარეაბილიტაციო სამუშაოები, რადგანაც სასახლის სარდაფიდან გამავალი წყლის საწრეტი სისტემა, თიხის მილების გაყვანილობა, რომელიც იქაურობას, ირგვლივ მდებარე ჭარბი წყლებიდან ათავისუფლებდა, ოთხმოციან წლებში, სასახლის ეზოში გაკეთებულმა შადრევანმა შეიწირა... ჭარბი ტენისა და სხვადასხვა მიზეზთა შედეგად, ნიკოსეულ სასახლეს, გაუჩნდა სოკოვანი დაავადება, რომელსაც დასჭირდებოდა დარგობრივ სპეციალისტთა ჩარევა და თუნდაც, შენობის თითოეულ აგურამდე მისვლა და იუველირის დონეზე, ანუ ნემსებით წამლების შესხურება, მისი შეწამვლა და განკურნება.
...და მოვიდნენ ქოცები. სასახლეს ჩაუტერეს ,, რეაბილიტაცია'', გახსნეს საზეიმოდ, გაგვლანძღეს ნაცები, აქეს დიადი ბიძინა.
ექსკლუზიური კადრები ნიკოსეული სასახლიდან, რომლის რეაბილიტაცია გააკეთა ფონდმა ,,ქართუმ'', დამპალი იატაკი და კედლები, ფაქტიურად იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე რეაბილიტაციამდე, როგორც გავიგე, ხელახლა აპირებენ იატაკის დაგებასო!
ალოო, ნუ ატყუებთ მამა-მარჩენალს, არ გამოვა ასე და ამგვარად არაფერი, ავადმყოფს, ფერ-უმარილი კი არა, განკურნება სჭირდება.
ფოტო- მასალა, რეაბილიტირებული ნიკოსეული სასახლე დღეს! " - წერს კალანდია.
მასალის გამოყენების პირობები






