მარტვივი გზა არის გადასახადების შემცირება და არა მოქალაქეებისათვის კუთვნილი ფულის პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება - ბოკერია პურის ფასის შესაძლო ზრდაზე
პოლიტიკა - 14:55, 16 Jun, 2021     1297

ხორბლის ფქვილის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა 1 ივლისს სრულდება, ხოლო თუკი მთავრობა არ გააგრძელებს აღნიშნულ სუბისიდიას, პურის ფასი შესაძლოა 20-25 თეთრით გაიზარდოს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლება სინამდვილეში გაცილებით მეტ ფულს იღებს სხვადასხვა გადასახადით მოქალაქეებისაგან, იყენებს მას პოლიტილური კორუფციისათვის და პატარა ნაწილს აბრუნებს მხოლოდ ეკონომიკაში სუბსიდიის სახით, რითაც თავისთავად ანგრებს თავისუფალ ეკონომიკას.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მარტივი გზა, რათა ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქოს წნეხი მოსახლეობას, ეს არის გადასახადების დაწევა, მათ შორის აქციზის, საშემოსავლო და ქონების გადასახადის და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის.

„ეს განაცხადი არის მაგალითი იმ უტიფრობის, როგორც ივანიშვილის რეჟიმი გვესაუბრება ჩვენ, ვითომ ეხმარება ხალხს სუბსიდირებით და თუ არ დაგეხმარებით, თქვენი ვითარება გაუარესდდებაო.

რეალურად, ის ბევრად მეტ გადასახადს გვართმევს ჩვენ, მეწარმეებს, მოქალაქეებს, მომხმარებლებს და შემქმნელებს პროდუქტის, მათ შორის პურის, შემდეგ ამ ფულის დიდ ნაწილს ფლანგავს პოლიტიკურ კორუფციაზე და პატარა ნაწილს სუბსიდირებაზე აბრუნებს და ამით კიდევ უფრო ანგრევს თავისუფალ ეკონომიკას.

მარტივი გზა არსებობს იმისათვის, რომ ასეთი გასაჭირის დროს შეუმსუბუქონ წნეხი ყველას, მათ შორის ფასებზე და პურის ფასზე. ეს არის გადასახადების დაწევა, დაწყებული აქციზის გადასახადის გაუქმებით, რასაც ჩვენ, ევროპული საქართველო ვითხოვთ, გაგრძელებული ჩვენი ხედვით, საშემოსავლო გადასახადის, ქონების და მთლიანად, ეს არის გზა და არა ბევრი ფულის წართმევა ეკონომიკისათვის, მოქალაქეებისათვის, მეწარმეებისათვის და მერე პატარა ნაწილის სუბისიდრებით დაბრუნება და ამის დამადლება“ - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42