მოდის თუ არა ნამახვანჰესის პროტესტის აქტივისტების განცხადებები წინააღმდეგობაში დირკ ბუშლეს დოკუმენტთან?
პოლიტიკა - 13:22, 16 Jun, 2021     989

"მშენებლობის უპირობოდ შეჩერების მოთხოვნა უარყოფილია, ხოლო პოლიციის ბარიერების აღებას წინ უნდა უძღოდეს პროტესტის მონაწილეების მშვიდობიანი განცხადებები, რომ ისინი აღარ გამოიყენებენ დესტრუქციულ ქმედებას, ძალადობას და გზების ბლოკირებას კომპანიის წინააღმდეგ" - ვკითხულობთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებულ დოკუმენტში ნამახვანჰესის შესახებ. ეს სწორედ ის შეთანხმებაა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ორივე მხარემ.

ნამახვანჰესის შესახებ მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეა გასული და რიონის ხეობის აქტივისტების ერთ-ერთი ლიდერი, მარიტა მუსელიანი ღიად აცხადებს, რომ აქტივისტები არ აპირებენ საჯარო პირობის დადებას იმის შესახებ, რომ კომპანიას ხელს არ შეუშლიან სამშენებლო პროცესებში, პირიქით, ისინი გააგრძელებენ იმ პროტესტს, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ.

ეწინააღმდეგება თუ არა „რიონის მცველების“ განცხადებები ეს ბუშლეს დოკუმენტს? რა შეიცვლება მაშინ, თუ პროტესტი იგივე ფორმით გაგრძელდება?

როგორც ჩანს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და ევროკავშირის წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის საკმარისი მიზეზი არ აღმნოჩნდა იმისთვის, რომ გზების გადაკეტვაზე უარი ეთქვათ.

„ნათია თურნავას განცხადების შესახებ მითხრეს, რომ თურმე ჩვენგან პირობა სჭირდება, რომ კომპანიას ხელს არ შევუშლით და ამის შესახებ ჩვენ 12 მაისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლების მედიატორობით შედგა, განვაცხადეთ, რომ ამის პირობას არ დავდებთ, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენი პროტესტის მთავარ მიზანს. იმის პირობას ვერ დავდებთ, რომ სამუშაო პროცესს ხელს არ შევუშლით. ტექნიკა კი არც არასდორს დაგვიზიანებია და ამას არც მომავალში გავაკეთებთ”- განაცხადა მარიტა მუსელიანმა.

მისივე თქმით, აქტივისტების ეს უარი მისაღები იყო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელისთვის, დირკ ბუშლესთვისაც, რადგან პროტესტი გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნია, თუმცა ფაქტია, რომ ბუშლეს განცხადებაში საპირისპიროს ვკითხულობთ. ევროკავშირის წარმომადგენელი მოუწოდებს ნამახვანჰესის მოწინააღდეგეებს, რომ აღარ მიმართონ დესტრუქციულ ქმედებებს, მათ შორის გზების გადაკეტვას.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო ასევე საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს: „მუდმივად ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია და ადამიანების ბულინგი. აქედან გამომდინარე, გუშინდელ შეხვედრაზე დირკ ბუშლემ ხაზი გაუსვა, რომ ბარიკადების აღებას აქვს წინაპირობა. ამის შესახებ საუბარია მის მიერ გამოგზავნილ ოქმშიც, ცალკე პუნქტად - თუ რიონის ხეობის მცველები აიღებენ პასუხისმგებლობას და საჯაროდ დადებენ პირობას, რომ პროტესტს ექნება მშვიდობიანი ხასიათი, შეწყდება ბლოკადა და მსგავსი ქმედებები, ამ შემთხვევაში მოიხსნება ადგილიდან რკინის ბარიკადები,“ - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.“

როგორც ჩანს, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგებების განცხადებასა და დირკ ბუშლეს დოკუმენტს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რადგან ამ დოკუემენტში ცალსახადაა აღნიშნული,- "მშენებლობის უპირობოდ შეჩერების მოთხოვნა უარყოფილია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42